X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წალენჯიხაში ახალი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი იწყება

25 აპრილი 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ წალენჯიხაში, მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე, თამარ მეფის, ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მებონიას ქუჩებს შორის ახალი სკვერის პროექტირებას იწყებს.

ხელშეკრულების ფარგლებში გამარჯვებულმა არქიტექტურულმა ბიურომ სკვერის პროექტი ორ ეტაპად, 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს. პირველი და მეორე ეტაპები ითვალისწინებს წინასაპროექტო კვლევების განხორციელებას, კონცეფციის შემუშავებასა და სრულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. ასევე გათვალისწინებულია მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს საავტორო ზედამხედველობას.

წალენჯიხაში ახალი სკვერის მოწყობის პროექტი ითვალისწინებს ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ გარემოს და ქმნის კომფორტულ სივრცეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

საპროექტო სამუშაოები მოიცავს სარეკრეაციო სივრცის სრულყოფილ გეგმარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. სკვერში მოეწყობა საბავშვო სათამაშო ზონები, რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები და საფეხმავლო ბილიკები. ასევე გათვალისწინებულია თანამედროვე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ქალაქე წალეჯიხაში სკვერის განახლება შექმნის თანამედროვე, უსაფრთხო და მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც ქალაქის ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.